EU-ის ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი ამბობს, რომ გაზპრომისგან გაზის ნაკადის შემცირება პოლიტიკურად მოტივირებულია

გამოქვეყნდა:

ენეგრეტიკის საკითხებში ევროკომისარი კადრი სიმსონი აცხადებს, რომ გაზპრომის განცხადება ჩრდილოეთ ნაკადის 1-ის მილსადენზე ნაკადების შემდგომი შემცირების შესახებ "პოლიტიკურად მოტივირებული ნაბიჯია".

"ამის გასაკეთებლად ტექნიკური მიზეზი არ არსებობს. ეს პოლიტიკურად მოტივირებული ნაბიჯია და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. სწორედ ამიტომ, ჩვენი გაზის მოთხოვნის პრევენციული შემცირება გონივრული სტრატეგიაა", - თქვა მან.

სიმსონმა აღნიშნა, რომ გაზპრომის განცხადებამ "კიდევ ერთხელ კარგად აჩვენა, რომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ რუსეთის მხრიდან მიწოდების შესაძლო შეწყვეტისთვის ნებისმიერ მომენტში".

"ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მზადყოფნაზე. ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ ამ კრიზისს ახლავე და ერთად", - თქვა მან.

სიმსონის თქმით, ის ელის, რომ ევროკავშირის მინისტრებს ექნებათ "პოლიტიკური შეთანხმება" ექნებათ.

ცნობისთვის, ორშაბათს რუსეთის მთავერობის მფლობელობაში არსებულმა კომპანია გაზპრომმა განაცხადა, რომ ტექნიკური სამუშაოების შესასრულებლად, საჭიროა გაზის მიწოდების შემცირება არსებული დონის ნახევრამდე. Nord Stream 1 მილსადენი ბალტიის ზღვით, რუსეთიდან გერმანიაში გადის და ის ევროპას გაზით ამარაგებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი