"სუპერ პუმა" სამაშველო დანიშნულების არ იყო, გათვლილი იყო ვიღაცების პირად კომფორტზე" | მდინარაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ლიდერი, მამუკა მდინარაძე 29 ივლისს გუდაურში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმარა. მდინარაძის თქმით, შეძენილი "სუპერ პუმები" სამაშველო დანიშნულებისთვის გამოყოფილი არ იყო და ის გათვლილი იყო პირად კომფორტზე. 

ხოლო კითხვაზე, ჰყავს თუ არა საქართველოს საკმარისი ტექნიკა სამაშველო სამუშაოებით, მდინარაძემ თქვა, რომ "საკმარისი საქართველოში შეიძლება ბევრი რამ არ იყოს". 

"ნარატივი, რატომ ვერ ახერხებთ გამართულის შეძენას თუ გამართვს, ტყულია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. როცა პუმაზე მეკითხებით, თქვენ, არ უნდა მეკითხებოდეთ რატო. არც ერთი სამაშველო დანიშნულების არ იყო, უფრო მეტიც, ერთ-ერთი მათგანი გათვლილი იყო ვიღაცების პირად კომფორტზე. მხოლოდ ეს ფუნქცია ჰქონდა იმ პუმას და რადგან თქვენ პუმას მეკითხებით, ეს არარელევანტურია და უბრალოდ ძალიან სპეკუპაციური ნარატივია.

საკმარისი საქართველოში შეიძლება ბევრი რამ არ იყოს, ვითარდება ეს ქვეყანა და ქვეყნისთვის მეტი ქონება იქნება შეძენილი მომავალში. მაგრამ ამ შემთხვევაში, რადგან იყო ეს ვერტმფრენი, რადგან სამაშველო აღჭურვილობით ოიყო აღჭურვილი, ამაზე სპეკულაცია უნდა დამთავრდეს", - თქვა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, 29 ივლისს, გუდაურში პარაპლანი კლდეს დაეჯახა. პარაპლანის ჩამოვარდნისას დაშავებულების დასახმარებლად მიდიოდ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი გაგზავნეს, რომელშიც ოფიციალური უწყებების ცნობით,"ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა",  ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი.სამაშველო ვერტმფრენი კლდეს დაეჯახა და აფეთქდა

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ვერტმფრენში მყოფი ყველა პირი დაიღუპა. რაც შეეხება პარაპლანის პილოტსა და ტურისტს, გარდაიცვალა უცხოელი ტურისტი, პილოტი ამოიყვანეს და დაშავებულია.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი