ოკუპანტები "აზოვსტალში" როკ კონცერტის გამართვას გეგმავენ

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებული მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრ ანდრიუშჩენკომ თქვა, რომ რუსი ოკუპანტები "აზოვსტალში" როკ კონცერტის გამართვას გეგმავენ.

მისი თქმით, "ახალგაზრდა გვარდიას" მოხუცები საბჭოთა სიმღერების სამღერად მიჰყავთ.

ცნობისთვის, რუსეთის ვიცე-პრემიერმა თქვა, რომ "აზოვსტალი" ტექნოპარკის სახით გაიხსნება. რა იგულისხმება ამაში ჯერ უცნობია.

მარიუპოლის საკრებულოს ცნობით, ორთვიანი სასტიკი ბრძოლის შემდეგ ქალაქის 90% განადგურებულია. არებული ცნობებით, ქალაქში დაახლოებით 150 000 ადამიანი რჩება, მათ ნაწილს ამ დრომდე არ აქვს სასმელი წყალი, ელექტრო ენერგია, გაზი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი