"ყველაფრის მთავარი ავტორი ბიძინა ივანიშვილია... ვითხოვთ პროცესში მონაწილე ნებისმიერი პირის პასუხისგებაში მიცემას" | ნინი გოგაშვილი

გამოქვეყნდა:

"ყველაფრის მთავარი ავტორი ბიძინა ივანიშვილია... ვითხოვთ პროცესში მონაწილე ნებისმიერი პირის პასუხისგებაში მიცემას" - ამის შესახებ სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის შვილი, ნინი გოგაშვილი საუბრობს. 

ველოდებით ჩვენ რეაგირებას, რაც მამაჩემმა გაავრცელა ამ განცხადებაში, რაც იყო აღნიშნული, საკმაოდ მძიმე მოსასმენია. თვითონ ის ფაქტი, რომ მისი ციხეში ყოფნის პერიოდში გავრცელდა მასზე მუქარა და სხვადასხვა ტიპის ზეწოლა, როდესაც ითხოვდნენ ჩვენს გაჩუმებას რომ ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს ან მას განცხადება მათ საწინააღმდეგოდ აღარ გაეკეთებინათ და ამასთან დაკავშირებით, ვიმედოვნებთ, რომ იქნება რეაგირება, დაცული იქნება ჩვენი უსაფრთხოება. ყველაფრის მთავარი ავტორი არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ვახტანგ გომელაური ნამდვილად არ არის ერთ-ერთი მონაწილე ან მთავარი მონაწილე. ჩვენ ვითხოვთ ნებისმიერი პირის დაკითხვას და პასუხისგებაში მიცემას ვინც მონაწილეობას იღებს უშუალოდ ამ პროცესში, - ამბობს ნინი გოგაშვილი.

"თუ არ გავჩუმდები დამსჯიან" - სოსო გოგაშვილმა საკნიდან დღეს კიდევ ერთი სკანდალური წერილი გამოაგზავნა. სუსის ყოფილმა მაღალჩინოსანმა დაწერა, რომ არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია. ამბობს, რომ მუქარასთან ერთად ვახტანგ გომელაურისგან მიიღო გაფრთხილება, რომ ივანიშვილის გვარი არ ახსენოს. 

სუსის ყოფილი მაღალჩინოსნისა და მისი ოჯახის მიერ გასაჯაროებულ ბრალდებებზე დღეს პირველი კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ: 

ავტორი: გუგა მაისურაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი