გაეროს გენ. მდივანი ზელენსკისა და ერდოღანს შეხვდება

გამოქვეყნდა:

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში 18 აგვისტოს ვოლოდიმირ ზელენსკისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. 

ამის შესახებ გაეროს სპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა ისაუბრა და განაცხადა, რომ გუტერეში უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტებს ლვოვში შეხვდება. განსახილველი მთავარი საკითხი კი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში განვითარებული მოვლენები და რუსეთთან კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტის მოძიების გზები იქნება. 

მანამდე კი გუტერეშმა განაცხადა, რომ "ნებისმიერი თავდასხმა ატომურ სადგურზე არის თვითმკვლელობა"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი