
შეერთებული შტატები „მსოფლიო სასურსათო პროგრამისთვის“ უკრაინული ხორბლის შესაძენად 68 მილიონ აშშ დოლარს გაიღებს, რათა მსოფლიოში მწვავე სასურსათო კრიზისი მოგვარდეს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი „ტვიტერზე“ წერს.
„ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას ყველაზე დაუცველთათვის და მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას ამ მაგალითს მიჰყვნენ“, - წერს ბლინკენი.
ივლისის ბოლოს რუსეთმა და უკრაინამ თურქეთისა და გაერო-ს შუამავლობით, მიაღწიეს შეთანხმებას უკრაინიდან შავი ზღვის საშუალებით მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით. მანამდე პორტები რუსულ ძალებს ჰქონდათ დაბლოკილი.
ხვალ, 18 აგვისტოს, გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ლვოვში ჩავა, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. ამის შესახებ გაეროს პრესსპიკერმა განაცხადა. მისივე თქმით, გუტერეში პარასკევს საპორტო ქალაქ ოდესას ეწვევა, შემდეგ კი სტამბოლში გაემგზავრება.