გაეროს გენ. მდივანი ლვოვში ჩავიდა | გუტერეში 18 აგვისტოს ზელენსკისა და ერდოღანს შეხვდება

გამოქვეყნდა:

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ლვოვში ჩავიდა, სადაც ხვალ, 18 აგვისტოს ვოლოდიმირ ზელენსკისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. 

ცნობილია, რომ უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტებთან შეხვედრაზე განხილვის თემა, სავარაუდოდ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ არსებული ვითარება იქნება, ასევე, დონეცკის მახლობლად, სოფელ იელენოვკაში უკრაინული სამხედრო ტყვეების საპატიმროს დაბომბვა. 

არსებული ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ გუტერეში ოდესაში ჩავა და იმ პორტს მოინახულებს, რომლიდანაც გაერო-ს ეგიდით მიღწეული შეთანხმების მიხედვით ხორბლის ექსპორტი ხორციელდება. ოდესის შემდეგ კი გუტერეში სტამბოლს ეწვევა, სადაც ერთობლივ საკოორდინაციო ცენტრს მოინახულებს.

მანამდე კი გუტერეშმა განაცხადა, რომ "ნებისმიერი თავდასხმა ატომურ სადგურზე არის თვითმკვლელობა"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი