
"რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავება ბირთვული ავარიის რისკებს ზრდის" - ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საუბრობს.
მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანი იყოს რუსეთის არაპროვოცირებული აგრესიის წინააღმდეგ, ასევე, ჩვენ ყველამ ერთად გადავდგათ ნაბიჯები, რათა დავარწმუნოთ რუსეთი დაასრულოს ეს ომი. რუსული ძალების მიერ ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგურის დაკავება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ამ ობიექტების უსაფრთხოებას. ზრდის ბირთვული ავარიის ან ინციდენტის რისკს და საფრთხეს უქმნის უკრაინის, მეზობელი ქვეყნების და საერთაშორისო თანამეგობრობის მოსახლეობას. სასწრაფოდ დაუშვას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტირება და უზრუნველყოს რუსული ძალების გაყვანა, - ამბობს სტოლტენბერგი.
იხილეთ ასევე: