
პუტინი, ატომური ელექტროსადგური და ხორბალი - უკრაინაში ომის ამ სამი მთავარი გამოწვევის დაძლევის მისია პრეზიდენტმა ერდოღანმა თავის თავზე აიღო. ლვოვში ზელენსკისთან რამდენიმესაათიანი შეხვედრა სხვადასხვა სამუშაო ჯგუფის მონაწილეობით მიმდინარეობს.
დიპლომატები, ეკონომისტები და ენერგეტიკოსები დახურულ კარს მიღმა პრეზიდენტებთან ერთმანეთს ცვლიან. შეძლებს თუ არა თურქეთის ლიდერი დაპირისპირებულ მხარეებს შორის მედიატორის როლის შესრულებას და რაზე დაითანხმებს ის უკრაინის პრეზიდენტს, სულ რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.
მთავარ დიპლომტიურ გამოწვევად, რა თქმა უნდა, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის ორგანიზება რჩება. როდის, სად, რა თემებზე სასაუბროდ შეიძლება შეხვდნენ ზელენსკი და პუტინი - პრეზიდენტ ერდოღანს ორი დაპირისპირებული ლიდერის სავარაუდო მოლაპარაკების ურთულესი დეტალები აქვს შესათანხმებელი.
პარალელურად მსოფლიო უკრაინული ხორბლისა და ზაპოროჟიეს ატომური სადგური ირგვლის კრიზისის განმუხტვის პირველ სიგნალებს ელის.
ავტორი: ზურა პეტროსიანი
იხილეთ ასევე: