
რუსეთის მიერ კონტროლირებად მარიუპოლში უკრაინის მამაცი დამცველების წინააღმდეგ ე.წ. „ტრიბუნალების“ გამართვით, კრემლი ცდილობს თავი აარიდოს პასუხისმგებლობას პრეზიდენტ პუტინის აგრესიულ ომზე და გადაიტანოს ყურადღება უკრაინაში რუსეთის ძალების მიერ ჩადენილი სისასტიკიდან - ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
გავრცელებული ცნობებით, ოკუპირებულ მარიუპოლში საოკუპაციო რეჟიმი უკრაინელი სამხედრო ტყვეების "გასამართლებისთვის" ემზადებიან, რასაც აშშ მკაცრად გმობს და არალეგიტიმურსა და დაგეგმილ შოუს უწოდებს.
"დაგეგმილი შოუ სასამართლო პროცესები არის არალეგიტიმური და სამართლიანობის დაცინვა და ჩვენ მკაცრად ვგმობთ მათ. უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველა წევრს, მათ შორის ადგილობრივ და უცხოელ მოხალისეებს, რომლებიც შეიარაღებულ ძალებში არიან გაერთიანებულნი, უფლება აქვთ მიიღონ სამხედრო ტყვეს სტატუსი, თუ ისინი ტყვედ ჩავარდებიან და უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათი მკურნალობა და დაცვა ჟენევის კონვენციის შესაბამისად.
მოვუწოდებთ მოსკოვს, შეასრულოს საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებები. შეერთებული შტატები მტკიცედ იდგება უკრაინელი ხალხის გვერდით, რადგან ისინი იცავენ საკუთარ თავისუფლებას" ნათქვამია სახდეპის განცხადებაში.
ცნობისთვის, აგვისტოს დასაწყისში ოკუპანტებმა ოკუპირებული მარიუპოლის ფილარმონიის სცენაზე ციხის საკნების დადგმა დაიწყეს. ქალაქის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა, რომ დამპყრობლებს სურდათ უკრაინელი სამხედრო ტყვეებისთვის "საჩვენებელი სასამართლო პროცესის" მოწყობა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს. ინფორმაცია 19 აგვისტოს დაადასტურა უკრაინის დაზვერვამაც. უწყებამ ასევე განაცხადა, რომ აზოვსტალის დატყვევებული დამცველების საჩვენებელი სასამართლო პროცესის დროს, ოკუპანტებს შესაძლოა სარაკეტო იერიში მიეტანათ ოკუპირებული მარიუპოლის ფილარმონიის შენობაზე, რაც შემდეგ უკრაინას დაბრალდებოდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ მარიუპოლში უკრაინელი ჯარისკაცების "გასამართლება" იქნება იქნება ხაზი, რომლის მიღმაც რუსეთთან მოლაპარაკებები აღარ იქნება.