ვუსურვებთ იგივე მშვიდობიან ცას - უკრაინის თავდაცვის პასუხი ლუკაშენკოს

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პუტინის მოკავშირე ბელარუსის პრეზიდენტის მილოცვას პასუხობს, რომელმაც ქვეყანას "მშვიდობიანი ცა" უსურვა.

 

"გუშინ, ჩვენს დამოუკიდებლობის დღეს, დიქტატორმა ლუკაშენკომ უკრაინას მიულოცა და მშვიდობიანი ცა უსურვა... "საჩუქრად" ბელარუსიიდან უკრაინაში ისევ გაისროლეს რაკეტები.

ჩვენ ვუსურვებთ ლუკაშენკოს იგივე მშვიდობიან ცას... და გაერთიანებას მის კარგ მეგობრებთან ჰუსეინთან და კადაფთან", - წერია სამინისტროს განცხადებაში. 

ცნობისთვის, ლუკაშენკო პუტინის მეგობარი და მისი მოკავშირეა. თებერვალში, სწორედ ბელარუსისა და რუსეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნების გახანგრძლივების შემდეგ შეიჭრა მოსკოვი უკრაინაში. სამხედრო მოქმედებებში უკრაინის წინააღმდეგ ბელარუსი ამ დრომდე ჩართულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი