
ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრ, სერგეი შოიგუს განცხადებამ თითქოს მიზანმიმართულად აჩერებენ უკრაინაში "სპეციალური ოპერაციის" ტემპს, დეზინფორმაციაა. მათივე ინფორმაციით, პუტინმა და შოიგუმ მინიმუმ 6 გენერალი გაათავისუფლეს, უკრაინაში წარუმატებლობის გამო:
"ეს არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია. რუსეთის შეტევა შეჩერდა რუსეთის ცუდი სამხედრო წარმომადგენლობისა და უკრაინის სასტიკი წინააღმდეგობის გამო. შოიგუს ბრძანებით, უკრაინაში მოქმედი ძალები არაერთხელ აცდნენ დაგეგმილი ოპერატიულ ვადებს.
დიდი ალბათობით, შოიგუმ და პრეზიდენტმა პუტინმა გაათავისუფლეს მინიმუმ ექვსი გენერალი არასაკმარისად სწრაფი წინსვლის გამო." ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის 26 აგვისტოს განახლებაში.
დაზვერვა წერს, რომ იმ დღეს, როდესაც შოიგუმ ეს განცხადება გააკეთა, რუსული ბალისტიკური რაკეტა ქალაქ ჩაპლინში მატარებელს მოხვდა, რის შედეგადაც, ბავშვებიც დაიღუპნენ.