თავდაცვის მინისტრები ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან შეთანხმდნენ - უკრაინა სამხედრო დახმარებას უწყვეტად მიიღებს და ეს დახმარება გაგრძელდება იმ დრომდე ვიდრე იარსებებს საჭიროება.
პრაღაში გამართული არაფორმალური მინისტერიალი კონკრეტული დოკუმენტის შედგენით არ დასრულებულა, თუმცა მინისტრები მიიჩნევენ, რომ დახმარების საკითხზე კიდევ ერთხელ შეთანხმება განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობიაა.
მითუმეტეს, რომ ხვალ თავდაცვის მინისტრების ადგილს საგარეო მინისტრები დაიკავებენ და დაიწყებენ მუშაობას კრემლისთვის სანქციების მერვე პაკეტზე. ყველაზე მძიმე პუნქტი ამ დოკუმენტში რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის შეზღუდვა იქნება.
იხილეთ ასევე: