"უკრაინის საჰაერო თავდაცვაში დახმარება ყველაზე აშკარა გზაა ხალხის რუსული ტერორისგან დასაცავად" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უკრაინამ თავისი ცა რუსული რაკეტებისგან დაიცვას... საჰაერო თავდაცვაში დახმარება ყველაზე აშკარა გზაა ხალხის რუსული ტერორისგან დასაცავად", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გავრცელებულ საღამოს ვიდეომიმართვაში საუბრობს.

დღეს ჩვენს საჰაერო ძალებს კარგი შედეგი აქვს - ჩამოგდებულია კალიბრები, ოკუპანტების თავდასხმის ვერტმფრენები, დრონები... მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი ცის ყველა დამცველს "აღმოსავლეთის" საჰაერო სარდლობიდან... ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინამ თავისი ცა რუსული რაკეტებისა და თვითმფრინავებისგან დაიცვას. ეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხია. და, რა თქმა უნდა, ჩვენ მადლობელი ვართ ყველა ჩვენი პარტნიორის, ვინც მათთვის პასუხის გაცემაში გვეხმარება. უკრაინის საჰაერო თავდაცვაში დახმარება ყველაზე პირდაპირი, ყველაზე აშკარა გზაა ხალხის რუსული ტერორისგან დასაცავად, - ამბობს ზელენსკი. 

მანამდე კი ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის ძალებმა რუსების თავდასხმები 7 დასახლების გარშემო მოიგერიეს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი