
"ნიკა გვარამია ციხეში ჩასვეს აბსოლუტურად უმიზეზოდ, ეს გამოგონილი ისტორიაა" - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საუბრობს.
მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ აშკარაა, რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ ნაპოვნი იქნას კომპრომისი. ამ საქმეს უყურებენ არა როგორც ცალკეული პიროვნების საკითხს, არამედ როგორც პოლიტიკური ოპონენტის საკითხს, რომელიც სურთ, რომ დაამცირონ. ეს, რა თქმა უნდა, არ არის საერთაშორისო სტანდარტი.
მე გვარამიას და სააკაშვილის საქმეებს ერთ კალათაში არ განვიხილავდი. ნიკა გვარამია ციხეში ჩასვეს აბსოლუტურად უმიზეზოდ. ეს გამოგონილი ისტორიაა.
რაც შეეხება ყოფილ პრეზიდენტს, თუ მისი დაპატიმრების კანონიერი საფუძველი არსებობს, მას უნდა მიუდგნენ სამართლებრივად და არა პოლიტიკურად. ამავე დროს, სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში ასეთ შემთხვევაში სხვა სასჯელს გამოიყენებდნენ, მაგალითად ფინანსურ ჯარიმას. მაგრამ, სამწუიხაროდ აქ ძალიან დაბალი სტანდარტებია და არსებობს დიდი სურვილი, რომ პოლიტიკური ოპონენტები დევნონ. ვფიქრობ, ეს ძალიან ბევრს ამბობს საქართველოს მმართველ ძალაზე, - ამბობს კრამონი.