
"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ვიოლა ფონ კრამონს ჩემი პოლიტიკური პატიმრობით დაინტერესებისა და ციხეში მონახულების სურვილის გამოთქმისთვის", - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია რუსთავის ციხიდან გავრცელებულ განცხადებაში წერს და ეხმაურება იმ ფაქტს, რომ ვიოლა ფონ კრამონს მისი ციხეში მონახულების უფლება არ მისცეს.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ვიოლა ფონ კრამონს ჩემი პოლიტიკური პატიმრობით დაინტერესებისა და ციხეში მონახულების სურვილის გამოთქმისთვის.
მართალია, ვწუხვარ, რომ ევროპარლამენტართან შეხვედრის საშუალება არ მომეცა, მაგრამ არ შემიძლია განსაკუთრებული მადლობა არ ვუთხრა იუსტიციის მინისტრს, ჩემი პატიმრობის პოლიტიკური შინაარსის დამადასტურებელი გადაწყვეტილების მიღებისთვის :) შესანიშნავი არგუმენტია სტრასბურგში წარსადგენად.
როგორც ევროპარლამენტარმა განაცხადა, ჯერ კიდევ 12 წლის წინ თვით აზერბაიჯანშიც კი ნება დართეს პოლიტპატიმარს შეხვედროდა ციხეში. ქვეყანაში შექმნილი ვითარების უკეთესად აღწერა რთულია, - წერს ნიკა გვარამია.