"უკრაინა რუსეთის მიწა არაა, ეს უკრაინელი ხალხის სამშობლოა..." | ბლინკენი

გამოქვეყნდა:

"უკრაინა რუსეთის მიწა არაა, ეს უკრაინელი ხალხის სამშობლოა... პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინული არმიისთვის ახალი დახმარება გამოყო" - ამის შესახებ კიევში ვიზიტად მყოფი, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საუბრობს. 

"ომის შემდეგ უკრაინაში მესამედ ჩამოვედი. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უკვე 6 თვე გავიდა მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შემოიჭრა. თქვენი არმია კონტრშეტევებზე გადავიდა რაც ძალიან მნიშვნელოვანია და თქვენი მებრძოლები ბრძოლის ველზე წარმატებულად და ეფექტურად მოქმედებენ. უკრაინა რუსეთის მიწა არაა, ეს უკრაინელი ხალხის სამშობლოა.

პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინული არმიისთვის ახალი დახმარება გამოყო. უკრაინა და ევროპის ქვეყნები დამატებით დახმარებს მიღებენ, რათა დავიცვათ რუსეთის შესაძლო აგრესიისგან. მოსკოვი უკრაინაში დაწყებული ომის გამო მძიმე საფასურს იხდის და გავაკეთებთ ყველაფერს რომ ეს საფასური კიდევ უფრო გაიზარდოს. რუსეთმა სამხედრო დახმარებისთვის ირანს და ჩრდილოეთ კორეას უკვე მიმართა. უკრაინა დაიცავს თავის სუვერენიტეტს", - განაცხადა ბლინკენმა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი