კუპიანსკი უკრაინაა! დიდება ჩვენს ჯარისკაცებს! - გონჩარენკო

გამოქვეყნდა:

კუპიანსკი უკრაინაა! დიდება ჩვენს ჯარისკაცებს! - წერს ფეისბუქზე უკრაინის "რადას" დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო.

ჯერჯერობით უცნობია ოფიციალური ინფორმაცია, გაათავისუფლა თუ არა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქი. გენშტაბს განცხადება არ გაუვრცელებია, თუმცა მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ცნობები და ფოტოები, რომ უკრაინის დამცველები სწორედ კუპიანსკის მისადგომებთან იყვნენ.

მის 72 საათში გათავისუფლებას პროგნოზირებდნენ "ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" [ISW] ანალიტიკოსები ჯერ კიდევ რამდენიმე საათის წინ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი