
უკრაინელი სამხედროების მიერ ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის გათავისუფლების შემდეგ, ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ლიმანიც დატოვეს - ამის შესახებ ინფორმაცია როგორც უკრაინულ, ისე, რუსულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება.
ამავე წყაროებზე დაყრდნობით უკრაინელმა სამხედროებმა დაიკავეს ქალაქი იზიუმიც. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოები, როგორ ტოვებენ ტექნიკასა და შეიარაღებას რუსი ჯარისკაცები და ოკუპირებული ქალაქებიდან გარბიან.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბსა და არც სხვა უწყებებს ლიმანისა და იზიუმის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ.
კონტრ-შეტევების სერია გრძელდება - უკრაინელებმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 30-ზე მეტი ოკუპირებული, სტრატეგიული დასახლება დაიბრუნეს.
ამავე თემაზე: