"რასაც აქ ვხედავ, საშინელებაზე მეტია" - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევის ოლქში იმყოფებოდა

გამოქვეყნდა:

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი კიევის ოლქში, ველიკა დიმერკას დასახლებას ესტუმრა და პირობა დადო, რომ ქვეყანა გააგრძელებს უკრაინისთვის განაღმვით სამუშაოებში დახმარებას.

"რასაც აქ ვხედავ, საშინელებაზე მეტია. ცხადია, აქ სპეციალურად განათავსეს არა მხოლოდ ტანკსაწინააღმდეგო, არამედ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებიც", - თქვა ბერბოკმა.

ბერბოკი კიევში დღეს ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ის უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან და სხვა ოფიციალურ პირებთან შეხვედრას გეგმავს.

აღსანიშნავია, ეს უკრაინაში ბერბოკის მეორე ვიზიტია რუსეთის შეჭრის შემდეგ.  ბერბოკი ქვეყანაში პირველად მაისში ჩავიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი