რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის თბოელექტროსადგური დაბომბეს

გამოქვეყნდა:

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტები ხარკოვის ოლქი დაბომბეს. მედია ოფიციალურ წყაროებე დაყრდნობით წერს, რომ დამპყრობლებმა კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს დაარტყეს და ამ დროისთვის ტერიტორიაზე დიდი ხანძარია.  

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. აქვე, ირკვევა, რომ დაბომბვების შემდეგ ოლქის გარკვეულ ნაწილს ელეტქრომომარაგება შეუწყდა, თუმცა მედია წერს, რომ რამდენიმე დასახლებაში ეს პრობლემა უკვე აღმოფხვრილია.

უკრანის აღმოსავლეთ ოლქებში ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვა დაადასტურა პრეზიდენტმა ზელენსკიმაც. მისი თქმით, მთლიანად გაითიშა ხარკოვისა და დონეცკის ოლქები, ნაწილობრივ კი - დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს და სუმის ოლქები.

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში 40-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს. ამის შესახებ ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინებუგოვმა ისაუბრა.

ასევე, უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცმა თქვა, რომ უკრაინული ჯარი ხარკოვის რეგიონში საზღვარს სრულად აკონტროლებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი