"სიცივე, შიმშილი, სიბნელე და წყურვილი არ არის ისეთივე საშინელი და მომაკვდინებელი, როგორც შენი მეგობრობა და ძმობაა" | ზელენსკი ოკუპანტებს

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოკუპანტების მიერ დღეს ენერგეტიკულ ინფტასტრუქტურაზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება. ამის შესახებ მან ტელეგრამის საკუთარ გვერდზე დაწერა:

"უკუნ სიბნელეშიც კი უკრაინა და ცივილიზებული სამყარო თვალნათლივ ხედავენ ამ ტერორისტულ აქტებს, რომელიც რუსეთმა დღეს მიიტანა უკრაინის თბოელექტროსადგურებზე. 

გამიზნული და ცინიკური დარტყმები სამოქალაქო კრიტიკულ ინფასტრუქტურაზე და არა სამხედრო ობიექტებზე. 
გამორთულია ხარკოვისა და დონეცკის ოლქები. ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, სუმის ოლქებშიც პრობლემებია - მოსახლეობის ნაწილს იქაც არ აქვს ელექტროენერგია. 

კარგად წაიკითხეთ ტუჩების მოძრაობით: ისევ გგონიათ, რომ ჩვენ ერთი ხალხი ვართ, კიდევ ფიქრობთ, რომ შეგვაშინებთ, დაგვაჩოქებთ, დაგვარწმუნებთ დათმობაზე? მართლა ვერაფერი გაიგეთ, ვერ გაიგეთ ვინ ვართ, რისთვის ვართ და რაზე ვსაუბრობთ?

- გაზის გარეშე თუ უთქვენოდ? - უთქვენოდ;

სინათლის გარეშე თუ უთქვენოდ? - უთქვენოდ;

წყლის გარეშე თუ უთქვენოდ? - უთქვენოდ;

საჭმლის გარეშე თუ უთქვენოდ? - უთქვენოდ.

ჩვენთვის სიცივე, შიმშილი, სიბნელე და წყურვილი არ არის ისეთივე საშინელი და მომაკვდინებელი, როგორც შენი მეგობრობა და ძმობაა. მაგრამ ისტორია ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. და ჩვენ ვიქნებით გაზით, დენით, წყლით და საკვებით... და თქვენს გარეშე" - დაწერა ზელენსკიმ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი