"სპეციალური ოპერაცია" გაგრძელდება, სანამ თავდაპირველად დასახული მიზნებს არ მივაღწევთ - პესკოვი

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს გაუნცხადა, რომ ე.წ. "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" გრძელდება და გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა მიზანს არ მიაღწევენ. ეს არის კრემლის პირველი პასუხი უკრაინის მნიშვნელოვან წინსვლაზე ხარკოვის რეგიონში.

"სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება და გაგრძელდება მანამ, სანამ თავდაპირველად დასახული მიზნები არ მიიღწევა", - თქვა პესკოვმა. 

მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი მუმდივ კონტაქტშია თავდაცვის მინისტრთან და ყველა სამხედრო ლიდერთან.

"რა თქმა უნდა, ყველაფერი, რაც ხდება, ნებისმიერი ქმედება, რომელსაც სამხედროები ახორციელებენ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს, ეცნობება უზენაეს სარდალს", - თქვა მან. 

შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რომელიც გუშინ, 11 სექტემბერს გავრცელდა, ხარკოვის რეგიონში უკრაინელებმა უკვე 40-მდე დასახლება გაათავისუფლეს და სრულად აკონტროლებენ საზღვარს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი