ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა პირველად გაანადგურეს ირანული უპილოტო საფრენი აპარატი - უკრაინა

გამოქვეყნდა:

უკრაინის სამხედროებმა სამშაბათს პირველად განაცხადეს, რომ ჩამოაგდეს ირანის მიერ მიწოდებული უპილოტო თვითმფრინავი, რომელსაც რუსეთი იყენებდა ქვეყნის აღმოსავლეთში ბრძოლის ველზე.

"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პირველად გაანადგურეს ირანული თავდასხმის დრონი კუპიანსკის მახლობლად", - ნათქვამია უკრაინის სამხედრო სტრატეგიული კომუნიკაციის დირექტორატის განცხადებაში Telegram-ზე.

პოსტი გამოქვეყნდა განადგურებული თვითმფრინავის სურათებთან ერთად, რომელიც სავარაუდოდ ჩამოაგდეს ხარკოვის რაიონის ქალაქთან ახლოს.

"დრონის ფრთის ელემენტების გარეგნობის ანალიზი საშუალებას გვაძლევს დარწმუნებით ვთქვათ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პირველად გაანადგურეს ირანული უპილოტო საფრენი აპარატი. ეს არის შორ დისტანციაზე მოქმედი კამიკაძე უპილოტო საფრენი აპარატი Shahed-136", - ნათქვამია განცხადებაში.

30 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ირანისგან დრონები შეიძინა. არსებული ინფრმაციით,  ოუპილოტო საფრენი აპარატების გარდა, ირანიდან რუსეთში პერსონალისა და შესაბამისი აღჭურვილობის ტრანსპორტირებაც ხდებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი