რუსებმა კვლავ განახორციელეს სარაკეტო თავდასხმა კრივოი როგზე

გამოქვეყნდა:

რუსეთის არმიამ დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი როგს მეორედ დაარტყა. ინფორმაციას ამის შესახებ სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსი, ალექსანდრე ვილკული ავრცელებს.

მან მოსახლეობას მოუწოდა დარჩნენ თავშესაფრებში, არ გადაიღონ და გამოაქვეყნონ კადრები სოციალურ ქსელებში.

ცნობისთვის, ღამით კრივოი როგში წყალსაცავის კაშხალზე რუსული სარაკეტო თავდასხმა მოხდა. უკრაინელი კანონმდებლის, ინნა სოვსუნის თქმით, დარტყმებმა გაანადგურა წყლის სატუმბი სადგური და დატბორა სანაპიროები, რომლებიც საცხოვრებელი კორპუსებიდან სულ რამდენიმე მეტრშია. კრივოი როგში მცხოვრებლებს სთხოვეს სახლების ევაკუაცია ხუთშაბათს წყალდიდობის საფრთხის გამო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი