აშშ-მ სანქციები დაუწესა ირანულ თვითმფრინავებს, მათ შორის ბოინგ 747-ს, რომელმაც საქართველოს საჰაერო სივრცე გადაკვეთა

გამოქვეყნდა:

აშშ-მ სანქციები დაუწესა ირანული ავიაკომპანიების კუთვნილ 3 სატვირთო თვითმფრინავს, რომლებსაც სანქციების გვერდის ავლით რუსეთში ტვირთი გადაჰქონდათ, - ინფორმაციას Reuters ავრცელებს და წერს, რომ ეს თვითმფრინავები ირანულ ავიაკომპანიებს Iran Air-ს, Mahan Air-სა და Qeshm Fars Air-ს ეკუთვნის.

ცნობილია, რომ დასანქცირდა Iran Air-ის კუთვნილი ბოინგ 747, რომელმაც 8 სექტემბერს საქართველოს საჰაერო სივრცე გადაკვეთა და რუსეთის ფედერაციაში დაეშვა.

მედიის ცნობით, ჯერ-ჯერობით ეს არის პირველი სამი ირანული თვითმფრინავი, რომელიც იდენტიფიცირებულია.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე აშშ-ის ექსპორტის კონტროლის დარღვევისთვის სასანქციო სიაში სულ 183 თვითმფრინავი ჰყავს შეყვანილი.

შეგახსენებთ, 8 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ირანულმა სამხედრო ხომალდმა საქართველოს საჰაერო სივრცე გადაკვეთა. ბოინგ 747 რუსეთის ფედერაციაში დაეშვა. საერთაშორისო საინფორმაციო წყაროები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ამ რეისით მოსკოვში ირანული სამხედრო ტექნიკა და მებრძოლები ჩავიდნენ.

„საქაერონავიგაციამ“ კი მაშინ განაცხადა, რომ Iran Air არ არის ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი