რუსები დროებით ოკუპირებულ ხერსონში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას 23-27 სექტემბერს გეგმავენ

გამოქვეყნდა:

რუსი ოკუპანტები ხერსონში რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას 23--27 სექტემბერს გეგმავენ. ამის შესახებ ოკუპირებულ ხერსონში რუსების მიერ დანიშნული მარიონეტული ორგანოს, ე.წ. სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის მეთაურმა ვლადიმირ სალდომ ისაუბრა. 

ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება იგეგმება ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიაზეც.

მანამდე, ორშაბათს, ე.წ. "ლუგანსკის რესპუბლიკის საჯარო პალატამ" მიმართა ლეონიდ პასეჩნიკს რუსეთთან შეერთების შესახებ "რეფერენდუმის" სასწრაფოდ ჩატარების თხოვნით. მალევე მსგავსი განცხადება დენის პუშილინის სახელზე გაავრცელა "დონეცკის რესპუბლიკის" საზოგადოებრივმა პალატამ.

ამის შემდეგ, ხერსონის ოლქის ე.წ "საზოგადოებრივმა საბჭომ" რეგიონის ე.წ. ხელმძღვანელს მიმართა ოლქის რუსეთის ფედერაციის სუბიექტად აღიარების შესახებ რეფერენდუმის დაუყოვნებლივ ჩატარების შესახებ.

ამ თემაზე Telegram-ში პოსტს ხერსონის რეგიონის ოკუპირებული ნაწილის რუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვლადიმირ სალდო აქვეყნებს.

მისივე განცხადებით, საჭიროდ მიაჩნია მოხალისეთა ბატალიონების შექმნა და ჩამოყალიბება, რათა მათ რუსეთის ე.წ. "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში" მონაწილეობა მიიღონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი