"300 000 რეზერვისტს გამოიძახებენ" - შოიგუ ნაწილობრივ მობილიზაციაზე

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ ამბობს, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, სამხედრო სამსახურში 300 000 რეზერვისტს გამოიძახებენ. მისივე თქმით, ეს რუსეთის შესაძლებლობის 1%-ია.

"ნაწილობრივი მობილიზაცია რეზერვისტებს, სამხედრო განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს ეხებათ. არ გამოვიძახებთ სტუდენტებს და იმ ადამიანებს ვისაც სამხედრო განათლება არ აქვთ. მსგავსი გამოცდილების მქონე 25 მილიონი მოქალაქე გვყავს. ჩვენ მხოლოდ 1 პროცენტს მოვაბილიზებთ, ანუ მხოლოდ 300 ათასს რეზერვისტს.  ფრონტისა და აქტიური მოქმედებების ხაზი 1000 კილომეტრს აჭარბებს, აქედან გამომდინარე ამ ხაზს გამაგრება და გაკონტროლება სჭირდება. ნაწილობრივი მობილიზაციაც ზუსტად ამ მიზანს ემსახურება. როდესაც ეს ადამიანები შეიკრიბებიან, გადამზადებას და სპეციალურ კურსებს გაივლიან და ფრონტის ხაზზე მხოლოდ ამის შემდეგ გავაგზავნით. ოპერაცია გრძელდება და მის შესასრულებლად ყველაფერს გავაკეთებთ", - თქვა შოიგუმ.

მისივე თქმით, დაკომპლექტება არ განხორციელდება ერთჯერადი აქციის ფარგლებში, მობილიზაცია შეეხება მათმ ვისაც მსახურობდა, აქვს საბრძოლო გამოცდილება, სამხედრო სპეციალობა. შოიგუ ამტკიცებს, რომ მობილიზაცია სტუდენტებს არ შეეხებათ.

შეგახსენებთ, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა, დღეს სამათავრობო ტელევიზიით გამოაცხადა და თქვა, რომ მობილიზაცია დღეიდან დაიწყება. 

ამავე თემაზე:

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი