რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დააანონსეს

გამოქვეყნდა:

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია დააანონსეს - ამის შესახებ RBC-Ukraine წერს რუსული სამოქალაქო მოძრაობა „ვესნა“ Twitter-ის პოსტებზე დაყრდნობით. 

აქტივისტები მოუწოდებენ რუსებს, გამოვიდნენ საპროტესტო აქციაზე ქვეყნის ყველა ადგილას. გამოცემის ცნობით, აქციები დღეს 19:00 საათზე დაიგეგმა.

"ვლადიმერ პუტინმა ახლახან გამოაცხადა ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთში. ეს ნიშნავს, რომ ათასობით რუს კაცს - ჩვენს მამებს, ძმებსა და ქმრებს - ჩააგდებენ ომის ხორცსაკეპ მანქანაში. რისთვის დაიღუპებიან ისინი? დედები და ბავშვები რისთვის დაღვრიან ცრემლებს"- ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით რუსეთის პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა და რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, უკრაინის ომში კიდევ 300 000 რეზერვისტის გაგზავნა სურთ.

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი