"ყველაფერს გავაკეთებ, გარეთ რომ გამოვიდესო... დაგვეხმაროს და გაჩუმდესო" | გოგაშვილის დაცვის ყოფილი უფროსი მურუსიძესთან შეხვედრაზე

გამოქვეყნდა:

სოსო გოგაშვილის ყოფილი მოადგილე, მისი დაცვის ყოფილი უფროსი ალეკო სამხარაძე ლევან მურუსიძესთან შეხვედრას იხსენებს. ამბობს, რომ მოსამართლემ უთხრა, რომ იმისათვის, რო სუსის ყოფილი უფროსის ციხიდან დახსნა მოხერხებულიყო, მიხეილ ჩინჩალაძეს თავად გოგაშვილიც უნდა დახმარებოდა და გაჩუმებულიყო. 

საუბარში თქვა, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ იმის გამო, რომ გოგაშვილი გარეთ გამოვიდესო. ოღონდ ერთადერთი ადამიანია ჩინჩალაძე, რომელსაც შეუძლია გოგაშვილის გარეთ გამოყვანაო. ოღონდ თვითონ გოგაშვილი უნდა დაგვეხმაროს ამაშიო. დაგვეხმაროს, იგულისხმა ის, რომ გოგაშვილი გაჩუმებულიყო და არანაირი მხილება არ გამოექვეყნებინა საჯაროდ. მე მივედი და ვუთხარი, რომ გოგაშვილი არ აპირებდა გაჩერებას და აპირებდა სასამართლოს მხილებას. და არამარტო სასამართლოს, ხელისუფლების მხილებასაც, - თქვა სამხარაძემ. 

შეგახსენებთ, რომ გოგაშვილმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა წერილი, სადაც ვრცლად საუბრობდა როგორ ახდენდა კლანის დავალებით სუს-ი ზეწოლას ცალკეულ მოსამართლეებზე და რომ პროცესის შესახებ საქმის კურსში იყო პირადად ბიძინა ივანიშვილიც. მურუსიძე სოსო გოგაშვილის ბრალდებაზე პროკურატურისთვის მიმართვას გეგმავს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი