
"უკრაინა თითოეულ რუს ჯარისკაცს, რომელიც ტყვედ ჩაბარდება, სამ გარანტიას აძლევს" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
მისივე თქმით, რუს მეთაურებს არ აინტერესებთ თავისი მოქალაქეების სიცოცხლე, მათ უბრალოდ უნდა შეავსონ ცარიელი ადგილები გარდაცვლილი, დაჭრილი, გაქცეული და ტყვედ ჩავარდნილი რუსი ჯარისკაცების ნაცვლად. ამ ადგილების შევსება შეუძლიათ “თუნდაც ახალგაზრდა IT სპეციალისტებით, რომელთაც საერთოდ არ უმსახურიათ, თუნდაც პენსიონერებით, რომელთაც საბჭოთა ჯარში თუ უმსახურიათ”.
"უკრაინა თითოეულ რუს ჯარისკაცს, რომელიც ტყვედ ჩაბარდება, სამ გარანტიას აძლევს: რომ თქვენ ცივილიზებულად მოგეპყრობიან, ყველა კონვენციის შესაბამისად; არავინ გაიგებს თქვენი ტყვედ ჩავარდნის გარემოებებს, რუსეთში არავინ გაიგებს, რომ თქვენი ტყვედ ჩავარდნა ნებაყოფლობითი იყო; თუ რუსეთში დაბრუნების შეგეშინდებათ და თავად არ ისურვებთ გაცვლას, ჩვენ ვიპოვით ამის უზრუნველყოფის გზებსაც....= უკრაინულ ტყვეობაში ჩაბარება უკეთესია, ვიდრე ჩვენი იარაღის დარტყმების ქვეშ სიკვდილი, ჩვენი სრულიად სამართლიანი დარტყმების ქვეშ, ვინაიდან უკრაინა ამ ომში თავს იცავს" - ამბობს ზელენსკი.
იხილეთ ასევე: