კულუტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ორომზანის 1 800 000 წლის წინანდელი ჰომინიდის კბილის აღმოჩენის ავტორებს "ვითომ დიდ მეცნიერებს" უწოდებს. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.
"რეპრესიებთან საქმე არ გვაქვს, ჩვენ საქმე გვაქვს რეფორმასთან. მუზეუმების გაჯანსაღებასთან და გარდა იმ შემთხვევისა, თუ მე აღარ ვიქნები თანამდებობაზე და მე ვიქნები ამ თანამდებობაზე არჩევნებამდე, ეს პროცესი არ გაჩერდება, იმიტომ, რომ ამ პროცესის გაჩერება არის ქვეყნისთვის ზიანის მომტანი. საქართველოს საზოგადოებას, ქართველ ხალხს აქვს უფლება იცოდეს რა ინახება მუზეუმებში.
[აღმოჩენილი კბილი მეცნიერის სახლში] ეს არ ვიცი მე როგორ აღმოჩნდა იქ, ჩემთვის უცნობია, ეს უნდა ვკითხოთ იმ კომპეტენტურ ადამიანებს, რომლებიც ამ არხზე თქვენ კოლეგა გადაცემაში დადიან ხშირად. ისინი არ დადიან გენინსპექციაში ორი დღეა, რომ გაგრძელდეს პროცედურა და მოგვიწევს პირდაპირ გადავაგზავნოთ პროკურატურაში ეს საქმე ალბათ. ესენი არიან ვითომ დიდი მეცნიერები და სულაც არ არის პრინციპში არც სახუმარო, არც სასაცილო", - თქვა წულუკიანმა.
იხილეთ ასევე: