რუსეთის სამხედრო ესკალაცია და ყალბი მუქარები აჩვენებს, რომ უკრაინამ პუტინს აჯობა - ტრასი

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ლიზ ტრასის თქმით, რუსეთში ნაწილობრივ მობილიზაციის გამოცხადება იმის ნიშანია, რომ კიევმა რუსეთის პრეზიდენტს აჯობა.

ამის შესახებ ტრასმა CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, პუტინმა მობილიზაციაზე ბრძანება იმიტომ გასცა, რომ ის ომს აგებს.

"მან უკრაინაში შეჭრით სტრატეგიული შეცდომა დაუშვა. ვფიქრობ, უკრაინელებმა მას [პუტინს] აჯობეს. ჩვენ ვნახეთ, რომ უკრაინელები აგრძელებენ წინსვლას რუსეთის წინააღმდეგ შეტევებში. ვფიქრობ, რომ პუტინი არ ელოდა თავისუფალი სამყაროს ძლიერ რეაქციას", - თქვა მან.

ინტერვიუში ტრასი პუტინის მუქარასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ დასავლეთმა რუსეთის პრეზიდენტის "ყალბი მუქარების მოსმენის ნაცვლად, უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი