ლარსის გამშვებ პუნქტზე დამატებითი საპოლიციო ძალები გადავიყვანეთ, რომ მიეხმარონ - გომელაური

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ლარსის გამშვებ პუნქტთან დამატებითი საპოლიციო ძალებია გაგზავნილი, იმ შემთხვევაში თუ რუსეთიდან შემოსული რომელიმე მოქალაქის გაძევება გახდება საჭირო.

"დამატებითი პოლიციური ძალები, არა რაღაც ათასობით ადამიანი, მაინც გადავიყვანეთ, რომ მიეხმარონ გამშვებ პუნქტზე, რამე რომ დასჭირდეთ, ვინმეს გაყვანა დაკავება გაძევება, რომ დაეხმარონ", - თქვა ვახტანგ გომელაურმა.

ცნობისთვის, გუშინ 26 სექტემბერს სოციალურ ქსელში ვიდეო და ფოტო მასალა გავრცელდა, რომელშიც ჩანს, რომ რუსეთის მხრიდან ლარსის გამშვებ პუნქტთან რუსი სამხედროები გამოჩნდნენ. რუსული FSB-ს სასაზღვრო დეპარტამენტში ადასტურებენ, რომ საქართველოს საზღვართან, ზემო ლარსის საგუშაგოზე ჯავშანტრანსპორტიორი გაგზავნეს. რუსული მხარე ამბობს, რომ საზღვარზე რუსი ჯარისკაცები იმიტომ გაიგზავნენ, რომ ქვეყნიდან გასვლის მსურველებმა ტერიტორია საბუთების გაფორმების გარეშე არ დატოვონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი