სიმართლე ისაა, რომ რუსეთი აგებს უკრაინაში, არაკომპეტენტური გენერლები ათასობით ადამიანს გზავნიან სასიკვდილოდ - უოლესი

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინსიტრის, ბენ უოლესის თქმით, გაერთიანებული სამეფო არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიას.

უოლესი წერს სოციალურ ქსელში წერს, რომ მოსკოვი სრულად ვერ აკონტროლებს იმ ტერიტორიებს, რომლის ანექსირებაც სურს.

"სიმართლე ისაა, რომ რუსეთი აგებს უკრაინაში და მისი არაკომპეტენტური გენერლები ათასობით ადამიანს აგზავნიან სასიკვდილოდ, რათა დააკმაყოფილონ პრეზიდენტი პუტინის იმპერიალისტური ფანტაზიები", - წერს ბენ უოლესი.

 შეგახსნებთ, რომ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინსიტრი,  საიდუმლო ვიზიტით კიევში იმყოფებოდა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი