
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს IAEA-ს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დირექტორი, იგორ მურაშოვი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
გროსი სოციალურ ქსელში წერს, რომ მიიღო დასტური, მურაშოვის უსაფრთხოდ დაბრუნების შესახებ.
"მივესალმები უკრაინის ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორის იგორ მურაშოვის გათავისუფლებას. მე მივიღე დასტური, რომ ბ-ნი მურაშოვი უსაფრთხოდ დაბრუნდა თავის ოჯახთან", - წერს გროსი.
შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა, მურაშოვი 30 სექტემბერს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან, ენერგოდარისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს და თვალდახუჭული გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
მურაშოვის დაკავების შესახებ ინფორმაცია 1-ელ ოქტომბერს, ენერგოატომმა გაავრცელა, რუსეთმა კი განაცხადა, რომ მურაშოვი "დროებით დაკითხვისთვის დააკავეს".