
ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რომ 2022 წლის 30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას შემოდგომის გაწვევის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს 120 000 წვევამდელის მომზადებას. დაზვედრვის ცნობით, ამ წვევამდელებს კანონიერად აკრძალული აქვთ რუსეთის ფარგლებს გარეთ გასვლა.
უწყება ასევე წერს, რომ ეს სამხედრო ძალა არ შედის 21 სექტემბერს გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის ბრძანების ფარგლებში.
გაწვევა ჩვეულებრივზე ერთი თვით გვიან, 1-ლ ნოემბერს დაიწყება, ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, გაწვევის დაგვიანებული დაწყება მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთს არ აქვს უნარი მოამზადოს და აღჭურვოს ახალი, გაწვეული პერსონალის დიდი რაოდენობა.
მნიშვნელოვანი გამოწვევებია მობილიზებული და გაწვეული პერსონალის განთავსება, მომზადება და აღჭურვა.
"რუსეთის ადმინისტრაციულ და ლოჯისტიკურ სისტემებში არსებული ხარვეზები კვლავ ძირს უთხრის ამ ძალისხმევას."- წერია დაზვერვის ყოველდღიურ მიმოხილვაში.
იხილეთ ასევე: