ბელარუსის გაერთიანებული გარდამავალი კაბინეტი მზადაა ითანამშრომლოს უკრაინასთან - ტიხანოვსკაიას შეთავაზება ზელენსკის

გამოქვეყნდა:

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვიტლანა ტიხანოვსკაიამ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, უკრაინასა და ბელარუსის გაერთიანებულ გარდამავალ კაბინეტს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება შესთავაზა.

"ჩვენ ვთავაზობთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს დემოკრატიულ ბელარუსთან ალიანსის შექმნას. ერთად ვიბრძოლოთ და მხარი დავუჭიროთ ბელარუსის წინააღმდეგობას. გაერთიანებული გარდამავალი კაბინეტი მზადაა ითანამშრომლოს უკრაინასთან და დაამყაროს დიპლომატიური და პოლიტიკური ურთიერთობები. ჩვენ მზად ვართ ვიმოქმედოთ უკრაინასთან ერთად. რადგან თავისუფალი უკრაინის გარეშე არ შეიძლება იყოს თავისუფალი ბელარუსი და ევროპა“, - განაცხადა ტიხანოვსკაიამ. 

დევნილი ოპოზიციონერი ლიდერი დარწმუნებულია, რომ რუსეთი ომს წააგებს, უკრაინა კი ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს და დამოუკიდებლობას დაიცავს.  

გარდა ამისა, ტიხანოვსკაია აღნიშნავს, რომ ლუკაშენკო ბელარუსის სირცხვილია და მის ნაცვლად გადაწყვეტილებებს კრემლში იღებენ. 

"ბელარუსები მთელი ამ ხნის განმავლობაში უკრაინის ხალხთან იქნებიან. ბელარუსები ლუკაშენკოები არ არიან. ლუკაშენკო ჩემი ქვეყნის სირცხვილია. მან ბელორუსის ტერიტორიიდან უკრაინის ქალაქებზე რაკეტების გაშვების ნებართვა გასცა. გარდა ამისა, პუტინთან ერთად დაუშვა, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე იდგეს კიდევ უფრო მეტი რუსული ჯარი. ის და პუტინი ჩვენს ქვეყანას ითრევენ ომში და იტყუებიან, რომ საფრთხე უკრაინიდან მოდის. ლუკაშენკო აღარ იღებს გადაწყვეტილებებს, ამის ნაცვლად კრემლი აკეთებს." - განაცხადა ტიხანოვსკაიამ.

მისივე თქმით, უკრაინელები და ბელარუსები  ერთმანეთის მტრები არ არიან, ხოლო ლუკაშენკო და პუტინი ომის დამნაშავეები არიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი