რუსული FSB-ს მთელი საქმიანობა სისულელეა - უკრაინა ყირიმის ხიდის აფეთქების გამოძიებაზე

გამოქვეყნდა:

უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთის FSB-ის გამოძიება ყირიმის ხიდზე თავდასხმის შესახებ "სისულელეა". შინაგან საქმეთა მინისტრის სპიკერმა ანდრეი იუსოვმა უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელზე განაცხადა, რომ "FSB-ისა და საგამოძიებო კომიტეტის მთელი საქმიანობა სისულელეა".

მან FSB-ს და საგამოძიებო კომიტეტს უწოდა "ყალბი სტრუქტურები, რომლებიც ემსახურებიან პუტინის რეჟიმს, ამიტომ მათ მომავალ განცხადებებზე კომენტარს ნამდვილად არ გავაკეთებთ".

რუსეთის გამოძიებამ განაცხადა, რომ გასულ შაბათ-კვირას ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით 8 პირი დააკავს, მათ შორის 5 რუსი, 3 უკრაინელი და ერთი სომხეთის მოქალაქეა. რუსული გამოძიება ამტკიცებს, რომ მომხდარში ქართველბიც მონაწილეობდნენ. იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი