AFP: EU-ში შეთანხმდნენ სამხედრო მისიის შექმნაზე, რომელიც 15 000 უკრაინელ ჯარისკაცს მოამზადებს

გამოქვეყნდა:

ევროკავშირში შეთანხმდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების  15 ათასი სამხედროს მოსამზადებლად, სამხედრო მისიის შექმნაზე გაერთიანების წევრ რამდენიმე ქვეყანაში - ინფორმაციას Agence France-Presse დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, შეთანხმებას ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრაზე მიაღწიეს. საბოლოო დოკუმენტი კი ორშაბათს, 17 ოქტომბერს გამოქვეყნდება.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისია უკრაინის შეიარაღებული ძალების დიდი რაოდენობით პერსონალს მოამზადებს სხვადასხვა სამხედრო მიმართულებით.

წყაროებმა AFP-ს განუცხადეს, რომ თავდაპირველად მისია 15 000 ჯარისკაცს მოამზადებს. 

ერთ-ერთი დიპლომატის თქმით, შეთანხმება ითვალისწინებს ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიის შტაბ-ბინებისა და სასწავლო ცენტრების შექმნას გაერთიანების ქვეყნებში ტრენინგების ჩასატარებლად. კიდევ ერთი წყარო კი აზუსტებს, რომ პოლონეთმა და გერმანიამ უკვე მიიღეს თანხმობა მისიების განლაგებაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი