თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მოწოდება უკრაინაში ომის დასრულების შესახებ ყაზახეთში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს. შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც ესწრება.
"თითოეული ჩვენგანი გრძნობს უკრაინის კრიზისის რეგიონულ და გლობალურ გავლენას... ადგილზე არსებული ამ სირთულეების მიუხედავად, ჩვენი პრიორიტეტია სისხლისღვრის რაც შეიძლება მალე დასრულება", - თქვა ერდოღანმა გამოსვლისას.
მოგვიანებით, ხუთშაბათს, ერდოღანი და პუტინი, ორმხრივ შეხვედრას გამართავენ.
თურქეთის პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გაეროს შუამავლობით მოსკოვსა და კიევს შორის შეთანხმების მისაღწევად, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მარცვლეულის გადაზიდვის განახლება უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან.