"ჩვენ გვაქვს ძლიერი პასუხი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისგან, რომელიც არის პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც რუსეთში არსებული რეჟიმი ტერორისტულად დაასახელა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არის პოლიტიკური სიგნალი. სიგნალი ყველა სახელმწიფოს - ევროპის საბჭოს წევრს და მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს - რომ არაფერია სალაპარაკო ამ ტერორისტულ დაჯგუფებასთან, რომელმაც რუსეთი მიითვისა და ევროპაში 80 წლის განმავლობაში ყველაზე საშინელი ომი გააჩაღა.
მსოფლიო ხედავს რა ხდება. მან იცის იმ ფარსის ფასი, რომელიც რუსეთმა მოაწყო ოკუპირებულ ტერიტორიაზე ფსევდორეფერენდუმის ნიღბის ქვეშ. გაეროს 143-მა წევრმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც იცავს გაეროს წესდების ძირითად პრინციპებს და გმობს რუსეთს ჩვენი ტერიტორიის ანექსიის დანაშაულებრივი მცდელობისთვის. ეს არის უკრაინის მხარდამჭერი სახელმწიფოების რეკორდული რაოდენობა. მაგრამ მჯერა, რომ კიდევ იქნება.
არ ვისვენებთ. ჩვენ დავამარცხებთ მტერს. ჩვენ ვიცავთ უსაფრთხოების წესებს. მოდი გავითვალისწინოთ საჰაერო თავდასხმის გაფრთხილება - განსაკუთრებით ხვალ. ჩვენ კი ყველაფერს ვაკეთებთ უკრაინის გასაძლიერებლად!"
- ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საღამოს ვიდეომიმართვაში.