ევროკავშირი შეთანხმდა ირანის წინააღმდეგ სანქციებზე რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის წევრები შეთანხმდნენ ახალი ზომების დაწესებაზე ირანის წინააღმდეგ, რადგან ის რუსეთს უპილოტო თვითმფრინავებს აწვდის. ინფორმაციას ევროკავშირში ჩეხეთის თავმჯდომარეობა ავრცელებს.

ევროკავშირის ქვეყნებმა გადაწყვიტეს გაეყინათ 3 ფიზიკური პირისა და 1 სუბიექტის აქტივები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თვითმფრინავების მიწოდებაზე; ევროკავშირი ასევე მზად არის გაავრცელოს სანქციები კიდევ 4 ირანულ სუბიექტზე, რომლებიც უკვე წარმოდგენილი იყო წინა სანქციების სიაში.

"სანქციები რეკორდულ დროში! სამდღიანი დღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ ზომებზე იმ სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც ამარაგებენ ირანულ თვითმფრინავებს, რომლებიც თავს ესხმიან უკრაინას. წერილობითი პროცედურა დასრულდა, სანქციები ძალაში დღეს შუადღიდან გამოქვეყნდება", - წერია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი