ივანიშვილის გარემოცვის გარდა უკრაინამ კიდევ 3 ქართველი ბიზნესმენი დაასანქცირა

გამოქვეყნდა:

უკრაინამ სანქციები "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილი გარემოცვისა და ოჯახის წევრების გარდა სანქციები დაუწესა კიდევ სამ ქართველს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანება დღეს გამოქვეყნდა.

სანქციები შეეხება ბიზნესმენებს:

  • დავით იაკობაშვილს;
  • ალექსანდრე ჯაფარიძეს;
  • გიორგი ჯაფარიძეს.

იაკობაშვილი ნავთობით მოვაჭრე კომპანიის Petrocas Energy Group-ის დამფუძნებელი და 51%-იანი წილის მფლობელია. ცნობისთვის, TI ამბობს, რომ მას ბიზნესურთიერთობები ჰქონდა საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთანაც. 2012 წლის მარტში ივანიშვილის აგროსამრეწველო კომპანია „სტოილენსკაია ნივამ“ (Stoylenskaya Niva) იაკობაშვილის ჰოლდინგ „ЗАО Русагропроект“-ისაგან (რუსული აგრარული პროექტი) რამდენიმე პურის ქარხანა შეიძინა. 

ალექსანდრე ჯაფარიძე ნავთობ-კომპანია Eurasia Drilling Company-ის დამფუძნებელია, რომელიც რუსეთში, ირანსა და სხვა ქვეყნებში ოპერირებს.

იხილეთ: 

უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები დაასანქცირა - მათ შორისაა უჩა მამაცაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი