ნიუ-იორკის სასამართლომ მსახიობ კევინ სპეისის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

საქმე ენტონი რაპმა აღძრა, რომელიც ამბობს, რომ მსახიობი მას უადგილოდ შეეხო წვეულებაზე 1986 წელს, როდესაც ის 14 წლის იყო. ის ახლა 50 წლისაა და ასევე სამსახიობო კარიერა აქვს. რეპიმ სარჩელი 2020 წლის სექტემბერში შეიტანა და ითხოვდა დაახლოებით 40 მილიონი დოლარის ზარალის ანაზღაურებას.

ის ამბობს, რომ მისტერ სპეისი დაახლოებით 26 ან 27 წლის იყო, როცა მას შეხვდა წვეულებაზე მანჰეტენის ბინაში. 2017 წლის ოქტომბრის Buzzfeed-ის სტატიაში რაპი ყვებოდა, რომ კევინ სპეისმა ის აიყვანა ბინში, დააწვინა საწოლზე და ნაწილობრივ ზემოდან დააწვა - "ვიცოდი, რომ ის ცდილობდა ჩემთან სექსუალური კავშირის დამყარებას".

სპესი უარყოფს მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს - "მე არ ვიცოდი, როგორ შეიძლებოდა ეს სიმართლე ყოფილიყო" - თქვა 63 წლის მსახიობმა.

გადაწყვეტილება ნაფიცმა მსაჯულებმა მიიღეს. სპეისის წინააღმდეგ საქმე ლონდონის სასამართლოშიცაა აღძრული. მსახიობი 5 საქმეზე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. საქმეების განხილვა 2023 წელს დაიწყება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი