კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ვლადიმერ პუტინი "თავიდანვე ღია იყო უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის" და რომ "არაფერი შეცვლილა" ამასთან დაკავშირებით. კომენტარი მან თურქეთის პრეზიდენტის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ პუტინი უფრო ღია და რბილი გახდა მოლაპარაკებისთვის.
"თუ გახსოვთ, პრეზიდენტი პუტინი ცდილობდა მოლაპარაკებების დაწყებას ნატოსთან და შეერთებულ შტატებთან ჯერ კიდევ სპეცოპერაციის დაწყებამდე", - თქვა პესკოვმა.
მისი მტკიცებით, მოლაპარაკებების შემდეგ დოკუმენტი თითქმის შეთანხმებული იყო - "უკრაინული მხარის პოზიცია შეიცვალა... უკრაინის კანონი ახლა ყოველგვარ მოლაპარაკებას კრძალავს".
ცნობისთვის, უკრაინამ ოფიციალურად უარი თქვა პუტინთან მოლაპარაკებაზე მას შემდეგ, რაც მან უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსია გამოაცხადა.