დასამალი არაფერი გვაქვს - კულებას მოწოდებით, უკრაინის ობიექტებში IAEA-ს ექსპერტები ჩავლენ

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ სთხოვა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელს, რაფაელ გროსის, გაგზავნოს ექსპერტები უკრაინის ატომურ ობიექტებში, რუსეთის პრეტენზიების გასაქარწყლებლად უკრაინი მიერ "ბინძური ბომბების" გამოყენების შესახებ.

გაერო "დათანხმდა" სასწრაფოდ ჩავიდნენ ექსპერტები უკრაინის სამშვიდობო ობიექტებში.

"ოფიციალურად მოვიწვიე IAEA, რომ სასწრაფოდ გაგზავნოს ექსპერტები უკრაინის მშვიდობიან ობიექტებში, სადაც რუსეთი მოტყუებით ამტკიცებს, რომ ბინძურ ბომბს ამუშავებს. ის დათანხმდა. რუსეთისგან განსხვავებით, უკრაინა ყოველთვის იყო და რჩება გამჭვირვალე. დასამალი არაფერი გვაქვს", - წერს კულება. 

ცნობისთვის, 23 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის, საფრანგეთის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრებს ესაუბრა. სამინისტრო აცხადებს, რომ შოიგუმ გამოხატა "შეშფოთება უკრაინის მიერ ბინძური ბომბის გამოყენებით შესაძლო პროვოკაციების გამო". რუსეთს რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია აღნიშნულის დასადასტურებლად. 

უკრაინის პრეზიდენტმა საპასუხოდ თქვა, რომ თუ რუსეთი რეკავს და ამბობს, თითქოს უკრაინა რაღაცას ამზადებს, ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა უკვე მოამზადა ის. შოიგუს განცხადებით გამოეხმაურა აშშ, ბრიტანეთი და საფრანგეთიც - მათ გავრცელებულ ცნობას ცხადი სიცრუე უწოდეს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი