ვოლოდიმერ ზელენსკის შეთავაზება კრემლის მიერ ოკუპირებული ქვეყნების ლიდერებს. უკრაინის პრეზიდენტი საქართველოსა და მოლდოვას ყირიმის პლატფორმის ანალოგიური ფორმატის შექმნას სთავაზობს. მთავარი დეოკუპაციის სტრატეგიაზე მსჯელობაა.
გაურკვეველია, მისაღებია თუ არა საქართველოს ხელისუფლებისთვის ზელენსკის ინიციატივა და აპირებს თუ არა "ქართული ოცნება" მეგობარ სახელმწიფოებთან კონსულტაციების დაწყებას.
მმართველი გუნდი ზაგრების სამიტზე გაჟღერებულ წინადადებასთან დაკავშირებით მხოლოდ ზოგადი შეფასებებით შემოიფარგლა.