ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი სკეპტიკურად უყურებს რუსი კოლეგის განცხადებას, რომ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას არ აპირებს. ხუთშაბათს პუტინმა სიტყვით გამოსვლის დროს უარყო ბირთვული დაპირისპირება დასავლეთთან. ის ამტკიცებს, რომ რუსეთი არ იმუქრება ბირთვული იარაღის გამოყენებით და რომ მხოლოდ პასუხობს დავალელი ლიდერების "შანტაჟს".
"თუ მას არ აქვს განზრახვა, რატომ აგრძელებს ამაზე ლაპარაკს? რატომ საუბრობს ის ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე", - უთხრა ბაიდენმა NewsNation-ს ინტერვიუში.
პუტინმა და სხვა რუსმა ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ თქვეს ბოლო კვირებში, რომ რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ბირთვული იარაღი თავისი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.
ადრე CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ შესაძლოა რუსეთი განიხილავდეს "ბინძური ბომბის" გამოყენებას და უკრაინის დადანაშაულების საბაბს ქმნის. მისივე თქმით, ჯერ არ აქვთ რაიმე ნიშნანი, რომ რუსეთი ამ ტიპის იარაღს გამოიყენებს.