პუტინის გამოსვლა მიუთითებს მის მიზანზე, გაანადგუროს უკრაინა, წაშალოს უკრაინელი ხალხის ცნება - ISW

გამოქვეყნდა:

ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) რუსეთის პრეზიდენტის გუშინდელ გამოსვლას აფასებს და ამბობს, რომ პუტინის მიერ იმ ნარატივის გამუდმებით გამოერებამ რომ უკრაინელები და რუსები "ერთი ხალხი" არიან, რომლებიც გამოყოფილია ერთმანეთისგან სხვადასხვა სახელმწიფოებად თვითნებური ისტორიული გარემოებების გამო, მიუთითებს მის მუდმივ მიზნებზე, გაანადგუროს უკრაინის სახელმწიფო და წაშალოს უკრაინელი ხალხის ცნება.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აგრძელებს უკრაინის სუვერენიტეტის უარყოფას ისე, რომ ფუნდამენტურად შეუთავსებელი ხდება სერიოზულ მოლაპარაკებებთან.

ISW წერს, რომ პუტინის განცხადებები უარყოფს იურიდიულ ფაქტს, რომ უკრაინა არის სრულიად სუვერენული სახელმწიფო.

ინსტიტუტი ამბობს, რომ პუტინის ეს განცხადებები, სხვა ბევრ ქმედებასთან ერთად, სერიოზულად უნდა აისახოს საკითხზე - არის თუ არა რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ გენოციდი.

პუტინმა განაცხადა, რომ "უკრაინის სუვერენიტეტის ერთადერთი რეალური გარანტია" შეიძლება იყოს მხოლოდ რუსეთი, რომელმაც "შექმნა"უკრაინა. პუტინმა 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინამ „დაკარგა სუვერენიტეტი“ და გახდა ნატო-ს ვასალი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი